ძვირფასი დუპლექს-აპარტამენტები ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ ცატამბჯენში გამოტანილია გასაყიდად და იყიდება 115 000 000 დოლარად. რეზიდენციას აქვს საუკეთესო ხედი მეგაპოლისზე და საუკეტესო ინტერიერი, რაც ასე სასურველს ხდის ბევრისათვის , მაგრამ მისაწვდომს ძალიან ცოტასათვის.
ელეგანტური და ძვირფასი ცატამბჯენის ფართობია 836 კვ მ. ის წარმოდგენილია ორდონიანი სასტუმრო ოთახით, სამზარეულოთი, რომელიც გვაგონებს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს. სასადილო ოთახი, მედიის დარბაზი, კაბინეტი, ორი ოთახი მომსახურე პერსონალისათვის და შესასვლელი ჰოლი- ეს მხოლოდ პირველი სართულია, ხოლო მეორე სართულზე არის მთავარი საძინებელი ოთახი კაბინეტით, დასავენებელი ოთახი, ორი სააბაზანო ოთახი, ორი გარდერობი, აგრეთვე სამი საძინებელი ოთახი სტუმრებისათვის. ხარისხიანი მოპირკეთება და თანამედროვე ტექნოლოგიები თამაშობენ დიდ როლს ამ საოცარი რეზიდენციის სრულყოფილი და განუმეორებელი სახის ფორმირებაში.
|