არქიტექტორმა დავიდ ვანდერვორტმა გააკეთა ქალაქგარეთ რეზიდენციის დიზაინი ტბის პირას, ციცაბო კლდეზე. რეზიდენცია მდებარეობს აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში.
ტბის მხარეს ყველა საცხოვრებელ სივრცეს აქვს მინის ფასადი, საიდანაც იშლება მშვენიერი ხედი. მშენებლობაში გამოყენებულია, მხოლოდ ნატურალური მასალები, რამაც საშუალება მისცა მას მთლიანად გაერთიანდეს ბუნებასთან.