საბავშვო ოთახი ძალიან მნიშვნელოვანი კუთხეა ჩვენი ბინის, ვინაიდან ის ეკუთვნის ჩვენთვის ყველაზე უფრო საყვარელ და მნიშვნელოვან არსებებს, ჩვენს შვილებს. ყველა ვცდილობთ ჩვენს პატარას, თუ პატარებს ჰქონდეთ თავისი ლამაზად მორთული, კომფორტული ოთახი. ამიტომაც სამართლიანი იქნება თუ მისთვის შევარჩევთ ისეთ ოთახს, რომელიც კარგად ნიავდება და ნათელია.