შაბათი, 2024-11-23, 9:57 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი » 2013 » ივნისი » 22 » თეთრი ინტერიერი
5:10 PM
თეთრი ინტერიერი
    
  

   მაშ ასე პოსტი თამამებისთვის და იმათთვის ვისაც თეთრი ფერი ძალიან უვარს. 
   თეთრი ფერი მართლაც უნიკალურია, ეს არის სისუფთავის , სიწმინდის ფერი. ჩვენ ხშირად ვარჩევთ თეთრი ფერის ტანსაცმელს და  ყველაზე ხშირად ამას ვაკეთებთ სადღესასწაულო დღეებში. ამიტომაც ეს ფერი დღესასწაულთანაა დაკავშირებული და ასეთივე  ემოციებს ტოვებს ჩვენში.  იგივე რამ ხდება თეთრ ინტერიერთან დაკავშირებითაც. ის გვეხმარება დავივიწყოთ უსიამოვნებები და გვამშვიდებს. 

   




     თეთრი ინტერიერის მოდა გაჩნდა ევროპასა და ამერიკეში საუკუნის წინ, მაშინ ყველაზე უფრო ფეშენებელურ და მდიდრულ სახლებს აწყობდნენ სწორედ ამ ფერით და ეს ითვლებოდა კარგი გემოვნების ნიშნად. მხოლოდ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლოთ თავისი თავისთვის მიეცათ ამის უფლება და ამით ხაზს უსვამდნენ თავის სტატუსს და სიმდიდრეს.  


                                                       



   თუმცა ავეჯის ყიდვისას და რემონტის გაკეთებისას, ბევრი თავს არიდებს ამ ფერს. მიზეზი რა თქმა უნდა ჭუჭყი და ლაქებია, რომელიც ძალიან ადვილად აჩნდება თეთრი ფერის ნივთებს. რაც არ უნდა გაუფრთხილდეთ ავეჯს და კედლებს, დროთა განმავლობაში, ის  ფერს მაინც შეიცვლის. 





    
       თუმცა ეს ლაქები ედება ყველანაერ ავეჯს, უბრალოდ ფერად ავეჯზე ის ნაკლებად შესამჩნევია. ასე, რომ თუ თქვენ გიყვართ ეს ფერი, არ ღირს ამის გამო უარის თქმა თეთრ იტერიერზე. უბრალოდ ეს უფრო მეტი შრომაა და სიფრთხილის დაცვა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ღესდღეობით არსებობს უამრავი საწმენდი საშუალებები, რომლებიც შესანიშნავად წმენდენ და ამოყავთ ლაქები. 







 
     რა თქმა უნდა თეთრი ფერი უნდა იყოს დომინანტი დიზაინში, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თეთრი  ის რა თქმა უნდა ვერ იქნება. დააბალანსეთ თეთრი ფერი შავი ფერის ელემენტებით, იქნება ეს ავეჯის ნაწილი თუ სხვადასხვა დეკორაციები, აქსესუარები. შავი ეს ყველაზე დიდი "მეგობარია" თეთრი ფერის. სწორედ ეს კონტრასტი არის ყველაზე უფრო შთამბეჭდავი.  ინტერიერში შეგიძლით შეიტანოთ წითელი ფერი, ესეც ძალიან მომგებიანია ინტერიერისათვის. თუმცა თეთრ ფერთან მიდის თითქმის ყველა ფერი. 
 თეთრი ფერი ეს მართლაც ყოველთვის მდიდრული ინტერიერია. ის წესრიგის შეგრძნებას ტოვებს და პატარა სივრცესაც კი ფართოს გამოაჩენს. ამასთან ეს არის თქვენს სახლში ურო მეტი და მეტი სინათლე. ამ აზრს კიდევ უფრო გაგიმყარებთ ეს ფოტოსურათები. 









































































































კატეგორია: სასტუმრო ოთახის ინტერიერი | ნანახია: 2338 | დაამატა: iftuka | ტეგები: ინტერიერი, თეთრი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სექციის კატეგორიები
სასტუმრო ოთახის ინტერიერი [5]
"ხრუშოვკები" [4]
ერთოთახიანი ბინა [9]
პატარებისთვის [10]
სტუმრად ოჯახში [17]
აივანი [3]
აგარაკი [4]
ლანდშაფტი [1]
რჩევები [3]
საინტერესო [9]
სამზარეულო [3]
სააბაზანო [1]
საძინებელი ოთახი [1]
ჩვენი სუფრა [3]
მდიდრული ვილები [12]
ცნობილი კომპანიების ოფისები [6]
კერძო სახლები [6]
თქვენი რეკლამა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 81
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0