ნახეთ როგორი სიყვარულით, შთაგონებით და ფანტაზიის მაქსიმუმის გამომჟღვნებით შეიძლება მოვაწყოთ პატარას ოთახი. ასეთი ოთახი უფრო ბიჭებისთვის იქნება შესაფერისი თუ გავითვალისწინებთ მათ ბავშვურ, ბიჭურ სწრაფვას ზღვისკენ და ყველაფრისაკენ რაც მასთან დაკავშირებულია. ოთახში ყველაფერი არის რბილ დამამშვიდებელი ფერებში, კედლები ძალიან უბრალოდ და ელეგანტურად არის შეღებილი. მოუწყვეთ თქვენს პატარას მოგზაურობა ზღვის სამყაროში, მორთეთ ოთახი ზღვის თემის მიხედვით. დახატეთ მისი საწოლის თავზე უამრავი თევზი, რომლებიც მიცურავენ პატარის თავზე.
დაკიდეთ კედელზე ზღვის ვარსკვლავი, ზღვის სხვადასხვა ბინადარის სურათები და ფიგურები. კარგი იქნება თუ ოთახში დაუდგამთ აკვარიუმსაც თევზებით. ეს იქნება ამ თემის გაგრძელება. ასეთ ოთახში პატარა იგრძნობს თავს გემის მეზღვაურად, რომელიც ამავე დროს მისი მუდმივი საცხოვრებელიც იქნება.
|