ეს ბინა მდებარეობს ბარსელონას ისტორიული უბნის-Poble Nou-ს ერთერთ ძველ სახლში. ეს წაგრძელებული, ვიწრო ფორმის ბინა პრაქტიკულად ითხოვდა განახლებას. ბინა არის 100 კვ მეტრი. მის ინტერიერზე მუშაობდნენ არქიტექტორები -YLAB arqiteqtors-იდან.
ბინის გადასაკეთებლად არქიტექტორებს დასჭირდათ ზოგიერთი შიდა კედლების მოხსნა. ძირითადი საცხოვრებელი სივრცე არის მოქცეული სააბაზანოს ირგვლივ და შეიძლება ითქვას სწორედ ის ყოფს საძინებელ და სამზარეულო ზონას.
დააკვირდით, სააბაზანოს ორივე მხრიდან აქვს გასავლელი. კარები შუშისაა და გასაწევი. შეგიძლიათ გახვიდეთ, როგორც საძინებელი ზონის მხარეს, ასევე სამზარეულოს მხარეს.
სააბაზანოს ერთ მხარეს, მთელ კედელზე დიდი სარკეებია.