იქნება ეს სამზარეულო რეტროს სტილში თუ ავნგარდულში, ერთნაერად შესაძლებელია მისი დეკორირება წითელის კონტრასტულ შეხამებაში ნებისმიერ ნეიტრალურ ფერთან. რა თქმა უნდა ეს შეხამება იქნება იმათთვის, ვისაც არ ეშინია ინტერიერში კრეატიული გადაწყვეტილებების და მკვეთრი ფერების შეტანის.
მკვეთრი ალისფერის ასეთი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ დიდ ორიგინალებს! განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება ეს ფერების შეხამება რეტროს სტილში დეკორირებულ სამზარეულოში. ძველებური სტილის მაცივარი, გაზქურა, ტორშერი და ჭადრაკისებურად დაგებული თეთრ-წითელი მეტლახი. ფილა იატაკიდან გადადის სამზარეულოს თეთრი ავეჯის ბორდიურზე. ინტერიერს ამდიდრებს ტექსტილზე შავ-თეთრი ფერის დეტალები.
ამ სამზარეულოში დიზაინერებმა გარისკეს ერთი კედელი შეეღებათ წითელ ფერში. რათა დაცული იყოს თეთრი და წითელი ფერების შეხამება, თეთრი კედელი მორთულია წითელი ფერის დეკორატიული თეფშებით. იმისათვის, რომ "გაეცივებინათ" ფერების ასეთი სიმძაფრე და სიმკვეთრე, იატაკზე დაგებულია ჩვეულებრივი ხის ლამინატი, რითაც დიზაინერის ფანტაზიის აღმაფრენა "მიწაზე დასვეს".
და ბოლოს - სრიალა ზედაპირის თანამედროვე სამზარეულო თეთრ წითელ-ფერებში. ინტერიერს სიმკაცრეს ანიჭებს მკვეთრი სწორი ხაზები და სამზარეულოს გარნიტურში მუქი ფერის ხის გამოყენება. სამზარეულოს ქრომირებული ტექნუკური დეტალები მატებს მას უფრო მეტ გრაციას, რაც გაითვალისწინეს ვენტილაციის დაპროექტებისას და სამზარეულოში დამონტაჟებულია მსხვილი ქრომირებული გამწოვი. მართლაც შტამბეჭდავია!