სახლი აშენებულია ნიუ-იორკის შტატში ტყეში, კლდის ფერდობზე. დიზაინის საინტერესო დეტალებია რუსული ასოГ-ს მაგვარი აუზი ხედით ტბაზე, სანათი ლუქები და სამი ბუხარი. 70-იან წლებში სახლი ეკუთვნოდათ ჰოლივუდის ცნობილ მსახიობებს და დაახლოებით 30 წლის წინ შეიძინეს ახლანდელმა მფლობელებმა, რომლებიც აქ ჩამოდიოდნენ ზაფხულობით ბავშვებთან ერთად. ბავშვები გაიზარდნენ და დაიფანტნენ, ხოლო მშობლები ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებენ ნიუ-იორკში. ამიტომაც გადაწყვიტეს სახლის გაყიდვა და სახლს აფასებენ 6 მილიონ დოლარად. სამსართული სახლი ისეა დაპროექტებული რომ თითქმის ყველა ოთახის ფანჯრები იყურება ტბის მხარეს. მოდით დავათვალიეროთ და დავტკბეთ ამ სილამაზით.