როგორც წესი ეგრეთწოდებულ "ხრუშოვკებში" სამზარეულო ძალიან პატარაა, დაახლოებით 4 კვადრატული მეტრი. ამ შემთხვევაში ყველა სანტიმეტრს უფრთხილდებით ხოლმე და მნიშვნელოვანია სამზარეულოს სწორად დაგეგმვა. გთავაზობთ სამზარეულოს რაციონალურად დაგეგმვის რამდენიმე ვარიანტს. სწორად დაგეგმვის და მოწყობის შემთხვევაში, ის შეიძლება ისევე კომფორტულად და ლამაზად გამოიყურებოდეს , როგორც ფართო სივრცის სამზარეულო.
დავიწყოთ იქედან, რომ მაქიმალურად მოვაშოროთ ყველაფერი ზედმეტი, რისი ყოფნაც სამზარეულოში აუცილებელი არ არის თქვენთვის (აპარატურა, სხვადასხვა საგნები). ეცადეთ, ის იყოს, უფრო ნათელ ფერებში (როგორც ავეჯი ასევე, რემონტი: ჭერი, კედლები, იატაკი). ავეჯი არ უნდა იყოს მასიური, სასურველია მეტი შუშებიანი კარადები, ტუმბოები. (რა თქმა უნდა ნუ გადაამეტებთ). მაგიდა უნდა იყოს დასაკეცი, ან მრგვალი. ის ნაკლებ ადგილს დაიკავებს ოთახში. ნუ გადატვირთავთ ოთახს, ზედმეტი დეკორაციებით, სურათებით, ეს შეიტანს ქაოტურობას, უწესრიგობას და გადატვირთავს სივრცეს.
კარგი გამოსავალია თუ ოთახის რომელიმე კედელს მოვხსნით, ეს გაცილებით გააფართოვებს თქვენს სივრცეს, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.
|