რასთან ასოცირდება თქვენში კარგი აგარაკი? რა თქმა უნდა ეს არის მინიმუმ ორსართულიანი, დიდი გალავნით გარშემორტყმული, უზარმაზარი ჭიშკარი და ასე შემდეგ. მაგრამ რიგითი ევროპელებისათვის ეს უბრალო ხის სახლია, ხისვე ღობით და ბევრი ბევრი სიმწვანით. მოდით შევიხედოთ ერთერთ ასეთ შვედურ აგარაკზე, სადაც დგას ხის პატარა ლამაზი სახლი, ნათელ ფერებში შეღებილი. სახლი სულ რაღაც 30 კვ მეტრია. მაგრამ ეს საკმარისია ამ ოჯახისთვის რომ დაისვენონ და თავი ბედნიერად იგრძნონ. ოჯახის დიასახლისი გახლავთ Sania Hedengren, სწორედ მისი გემოვნებითაა ყველაფერი სახლში გაკეთებული, ლამაზი ფერებით და სხვადასხვა აქსესუარებით ,მან შეძლო ასე გაელამაზებინა საზაფხულო პატარა სახლი. მართლაც ძაან სასიამოვნო გარემოა და მე პირადად დიდი სიამოვნებით დავისვენებდი ასეთ აგარაკზე. ვნახოთ ფოტოები და ეცადეთ თქვენი აგარაკი იყოს ასეთივე მყუდრო, ნათელი და ლამაზი.
|