ძველი"ხრუშოვკების ძირითადი პრობლემა მდგომარეობს პატარა მეტრაჟობაში. მცირეგაბარიტიანი და მოუხერხებელი დაგეგმარების ასეთ ბინებში ჯერ კიდევ ბევრი ჩვენი თამნამემამულე ცხოვრობს. მაგრამ არ ღირს ამის გამო გულის გატეხა. ის შეიძლება გახადოთ ძალიან ძალიან სასიამოვნო და ლამაზი. ამ ბინის მაგალითზე ნაჩვენებია სტანდარტული ერთოთახიანი "ხრუშოვკის" გადაკეთება უფრო კომფორტულ, კეთილმოწყობილ საცხოვრებლად.
ძირითადი დიზაინერული გადაწყვეტილება გახდა ერთერთი კედელის გადატანა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სამზარეულოს გადიდება. შემოსასვლელის და ოთახის გაერთიანებამაც ბინას შემატა სივრცე. ახალი ტიხრების აშენების შედეგად გაკეთდა სამმეტრიანი გარდერობი. ასეთმა გადაწყვეტილებამ ბინის მეპატრონეებს მისცა საშუალება ოთახიადან მოეშორებინთ კარადები ტანსაცმელის და სხვადასხვა ნივთების შესანახად. გარდერობის კარებზე სარკეებს აქვს დეკორატიული და ფუნქციონალური მნიშვნელობა. მასში ჩანს ოთახის სივრცე და ვიზუალურად ოთახს აჩანს უფრო ვრცელს.
სააბაზანოში და სამზარეულოში, ძველი კომუნიკაციების ნაცვლად, დაამონტაჟეს თანამედროვე საიმედო მასალებისაგან დამზადებული საინჟინრო სისტემები. სარეცხი მანქანა დგას სიმაღლეზე, რაც გვაძლევს საშუალებას მის ქვემოთ სიცარიელე გამოვიყენოთ რაიმეს შესანახად. დააკვირდით სააბაზანოში არ დგას არც აბაზანა და არც საშხაპე კაბინა. გაკეთებულია ტრაპი, სადაც დაბანისას წყალი ჩაედინება.