ოთხშაბათი, 2024-11-27, 3:17 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი » 2013 » ივნისი » 20 » შვედური კვარტლები
12:19 PM
შვედური კვარტლები

    

      უბანი ძალიან გავს ჩვენებური გარეუბნების საცხოვრებელ კვარტლებს მაღალსართულიანი შენობებით, თუმცა არის ერთი განსხვავება არავის მოსდის აზრად რაიმე მიაშენოს, ან ამოაშენის სხვადასხვა ფორმით და ზომით.  

     შვედებს უყვართ მრავალსართულიან სახლში ცხოვრება. გარეუბნებში ძირითადად ასეთი სახლები დგას.  ამით ევროპაში ვერავის ვერ გააკვირვებ, მაგრამ როგორც წესი ასეთი კორპუსები   არაპრესტიჟული რაიონების მანიშნებელია. პირველი სურათი ალბათ ერთი შეხედვით ძალიან მოგაგონებთ ახალაშენებულ უბანს თბილისში, მაგრამ არის ნიუანსები, რაც ქმნის დიდი განსხვევებას. სწორედ ამ რაიონებზე მინდა გიამბოთ ამ პოსტში.  


            ყველა ეს კვარტლები აშენებულია 40 წელზე მეტია.  მთავარი განსხვავება ეს  არის  დიდი ეზოები და ბევრი ადგილი პარკირებისათვის. შვედეთში მანქანას როგორც ჩვენთან შენი ფანჯრის ქვეშ ასე ადვილად ვერ დააყენებ, ამისათვის  უნდა გადაიხადოთ. ბევრი ადგილი დაკავებულია კონკრეტული მაცხოვრებელის მიერ და იქ თავის მანქანას ვერავინ ვერ დააყენებს.  შორს ქუჩაში პარკირება შეუძლია ყველას ვისაც სურს, მაგრამ ყველა ადგილი ფასიანია, საჭიროა იყიდოთ სპეციალური ტალონი, რომელიც ცხადყოფს, რომ თქვენ ნამდვილად ცხოვრობთ ამ კვარტალში და თვეში ერთხელ იხადოთ არენდის ფასი 25 ევრო.  თუ თქვენთან მანქანით  მოვიდა სტუმრად ვინმე, ამ შემთხვევაში გადახდა ხდება საათების მიხედვით.

      ნახეთ როგორ გავს ჩვენს მასივებს, უბრალოდ სახლები კარგად შეღებილია და არის ველოსიპედის სადგომი. სადგომები ველოსიპედისათვის უფასოა, როგორც მაცხოვრებლებისათვის ასევე სტუმრებისათვის.  


        პირველ სართულებს ხშირად აქირავებენ ოფისებზე. საქმე იმაშია, რომ ყველა დიდი ხანია გაერთიანებული არიან კოოპერატივებში  და სახლის მომსახურების საკითხი, ისევე როგორც მისი რემონტი,  მთლიანად დევს  მოსახლეთა მხრებზე. ასე რომ თუ შეისყიდიან რამდენიმე ბინას ერთობლივად და მერე გააქირავებენ მას კომპანიებზე, შეიძლება დიდი ეკონომიის გაკეთება სახლის მომსახურების ხარჯებზე. (აი ჭკვიანი ხალხი, ეს ჩვენ აზრადაც არ მოგვსლია)


       იცით  რა გხვდებათ თვალში, პირველ სართულზე ვერსად ვერ ნახავთ რკინის გისოსებს.  ეს აბსოლუტურად ყველგან ასეა და  ეს ნორმალურია ევროპისათვის.  გისოსები დგას მხოლოდ ცუდ რაიონებში ემიგრანტებისათვის, თუმცა არ იქნება გასაკვირი თუ ის სტოკჰოლმში  საერთოდ აკრძალულია კანონით.  კიდევ ერთი დეტალი, ზოგიერთს საერთოდ არ ააქვს ფარდები.  შვედეთში ეს ჩამოყალიბდა ისტორიულად, ფარდები კარძალულიც კი იყო რადგან ვინმეს არ დაემალა ქონება რომელზედაც ბეგარას არ იხდიდა.

        ადგილის ეკონომიას ამ რაიონებში არ აკეთებენ, ყველგან სადაც ეს შესაძლებელია ცდილობენ გააკეთონ პარკი ან ლამაზი  სკვერი.  ამასთან შეიძლება სახლები ძალიან ახლო იდგენ ერთმანეთთან,  თუნდაც ათ მეტრში.


          ლამაზია, როცა ბალკონზე არავინ ინახავს გაფუჭებულ მაცივარს, ძველ კარადას, არ კიდებს კონდენციონერს და ააქვს ამოშენებული ბალკონი სხვადასხვა სტილით და  ფორმით. 

             რაიონები განლაგებულია ტრანსპორტის მისაწვდომობის მიხედვით. მეტრო მიდის ქალაქის ყველა კუთხემდე.  თითქმის ყველგან მეტროსადგურამდე ფეხით  მიხვალ 15 წუთში. 

 

              ასე გამოიყურება თითქმის ყველა გარეუბნების მეტროპოლიტენის სადგურები.

       ასეთია მრავალსართულიანი  სახლის ტიპიური სადარბაზო. კარები შუშისაა. შესასვლელში დაგებულია ხალიჩა.  საფოსტო ყუთებზე წერია მაცხოვრებლების გვარები.

          სახლის სარდაფები სახლის ბინადრების მიერ მთლიანად ათვისებულია. ყოველ სადარბაზოში არის ოთახი ველოსიპედების შესანახად.  ცდილობენ იყოს რამდენიმე ასეთი სექცია . იმ ველოსიპედებს, რომლებსაც უფრო იშვიათად იყენებენ ინახავენ უფრო ღრმად მოშორებით ადგილზე.

          ყველა სახლში, რომელიც აშენებულია სამოციანებამდე არის  ბუნკერი. ახლა მათ სხვადასხვა მიზნით იყენებენ.

        ამ სახლის სარდაფში დგას  ტენისის მაგიდა, ზოგან არის საუნებიც.

          აი შვედური საიდუმლოც. ასეთი ბადე-საწყობები აქვს ყველა ბინას სწორედ აქ ინახავენ ყველანაერ ძველ ნივთებს. (და არა ბალკონზე)


                   სამრეცხაო საცხოვრებელი სახლის სარდაფში. რა საჭიროა გქონდეთ სარეცხი მანქანა სახლში, თუ შეასაძლებელია ისარგებლოთ საზოგადოებრივით? ელექტროობის ფულს ხომ  ყველა ერთად იხდის, ასე უფრო ეკონომიურია.

          იმისათვის, რომ არ  იყოს  ჩხუბი მეზობლებს შორის,  გარეცხვისათვის უნდა ჩაეწეროთ წინასწარ, დაახლოებით ერთი კვირით ადრე.  მიდიხარ, ირჩევ სასურველ დროს  (ყოველ გარეცხვაზე დათმობილია 3 საათი),  გადაადგილებთ  საკეტის ნისანს  ბინის ნომერით შენთვის საჭირო დროზე.

                  როგორც წესი, ყველა მობინადრეს შესასვლელი კარებიც კი ერთნაერია.

როგორ ფიქრობთ რა არის ეს? ნაგავსაყრელი მილის ხუფი. საინტერესოა რატომ არაა დასვრილი და დაჟანგული? და როგორც ავტორი ამბობს არც სუნი ასდის :)

    აი ასე, თქვენი არ ვიცი,  მეკი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასეთ უბანში.

   ხო მართლა შედარებისთვის ქართული  რეალობა.  მოდით რა ნუ ვაუშნოვებთ ჩვენს ქალაქს ჩვენი "ფანტაზიით':








კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1927 | დაამატა: iftuka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სექციის კატეგორიები
სასტუმრო ოთახის ინტერიერი [5]
"ხრუშოვკები" [4]
ერთოთახიანი ბინა [9]
პატარებისთვის [10]
სტუმრად ოჯახში [17]
აივანი [3]
აგარაკი [4]
ლანდშაფტი [1]
რჩევები [3]
საინტერესო [9]
სამზარეულო [3]
სააბაზანო [1]
საძინებელი ოთახი [1]
ჩვენი სუფრა [3]
მდიდრული ვილები [12]
ცნობილი კომპანიების ოფისები [6]
კერძო სახლები [6]
თქვენი რეკლამა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 81
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0