ესეც ჩემი ფავორიტი ბინა, რომლის ინტერიერსაც აუცილებლად გადავიღებ ჩემს ბინაში აუცილებლად. ეს ერთოთახიანი ბინა-სტუდია მდებარეობს კიევში. მის დიზაინზე მუშაობდა კომპანია Lugerin Architects. ბინა გაფორმებულია ნეიტრალურ ტონებში და გამოყენებულია აგურის კედლები და კერამიკული ფილები, რაც სივრცეს აძლევს თავისებურ ხასიათს. ბინა არის 56 კვ მეტრი და აქვს ღია ტიპის დაგეგმარება სასტუმრო და სამზარეულო ოთახების გაერთიანების სახით. საძინებელი და დასავენებელი ზონები არის ერთ მრავალფუნქციონალურ სივრცეში. ინტერიერი გაკეთებულია თანამედროვე სკანდინავიურ სტილში, მინიმალიზმის ელემენტებით.