პარასკევი, 2024-04-19, 8:36 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი » 2013 » ივნისი » 22 » საბავშვო ოთახი
1:28 PM
საბავშვო ოთახი


    საბავშვო ოთახი ძალიან მნიშვნელოვანი კუთხეა ჩვენი ბინის, ვინაიდან ის ეკუთვნის ჩვენთვის ყველაზე უფრო საყვარელ და მნიშვნელოვან  არსებებს, ჩვენს შვილებს.  ყველა ვცდილობთ ჩვენს პატარას, თუ პატარებს ჰქონდეთ თავისი ლამაზად მორთული, კომფორტული ოთახი. ამიტომაც სამართლიანი იქნება თუ მისთვის შევარჩევთ ისეთ ოთახს, რომელიც კარგად ნიავდება და ნათელია.  

   

   რემონტის გაკეთებისას და ავეჯის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. თუ სიცოცხლის პირველ წლეებში პატარისთვის სულერთია კედლის ფერი და ავეჯის ფორმა და ყველანაერი დეკორი.  სასკოლო ასაკამდე და სკოლის ასაკში ბავშვი გამოთქვამს თავის მოსაზრებებს და სურვილებს ამ საკითხის ირგვლივ. ასე რომ მასაც მოუსმინეთ, ეს ხომ მისი ოთახია და არა თქვენი. 


   ოთახის ფერის არჩევისას, როგორც წესი ირჩევენ ღია პასტელურ ფერებს, რომლებიც არ აღიზიანებს თვალებს, თუმცა    ფსიქოლოგები მაინც  გვირჩევენ, რომ ბავშვის განვითარებისათვის მცირედად დავტოვოთ სხვადასხვა ფერის ნივთები, სათამაშოები, ფერადფერადი ნახატები კედლებზე  ოთახში, ბავშვის მხედველობის არეში, რომლებიც მიიპყრობენ პატარის ყურადღებას. გადაჭარბებული სიჭრელე, კი საზიანოა ბავსვის ნერვული სიტემისათვის. ამიტომაც აჭრელებული შპალერი, წითელი ავეჯი გადავდოთ უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებისათვის. 


    დღეს მაღაზიებში უამრავი საბავშვო ავეჯი იყიდება და დიდი არჩევანია.  უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ მასალას. გაითვალისწინეთ ოთახში ერთი კუთხე: თაროები ან კარადა სათამაშოებისათვის, ასე თქვენ უფრო დაიცავთ წესრიგს ოთახში, მოზრდილ ასაკში კი  ბავშვსაც ასწავლით სათამაშოების თაროებზე დალაგებას და ბავშვიც ისწავლის წესრიგის დაცვას. 
    ნუ დაგავიწყდებათ , რომ აქ ბავშვს არა მარტო სძინავს არამედ თამაშობს კიდეც. დააწყვეთ ავეჯი ისე, რომ დაუტოვეთ ბავშვს  სივრცე თამაშისათვის. სადაც ის გაშლის თავის კუბებს და თოჯინებს. თუ თქვენი პატარა გოგონაა ის აღფრთოვანებული იქნება თუ ოთახს ისე მოაწყობთ, როგორც პატარა პრინცესას სასახლეს. ხოლო ბიჭებისათვის აირჩიეთ თემა მეკობრის,  ავტორალის, ან თუნდაც სპაიდერმენის. თუ თქვენ ორი ბავშვი გყავთ და ფართობი პატარაა მაშინ გირჩევთ ორსართულიანი საწოლის ყიდვას.  
    ფარდებიც შესაბამისად შეიძინეთ ისეთი, რომელზედაც იქნება დახატული ზღაპრის გმირები, სათამაშოები, ბურთები, თოჯინები და ა. შ. 

























































კატეგორია: პატარებისთვის | ნანახია: 4084 | დაამატა: iftuka | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სექციის კატეგორიები
სასტუმრო ოთახის ინტერიერი [5]
"ხრუშოვკები" [4]
ერთოთახიანი ბინა [9]
პატარებისთვის [10]
სტუმრად ოჯახში [17]
აივანი [3]
აგარაკი [4]
ლანდშაფტი [1]
რჩევები [3]
საინტერესო [9]
სამზარეულო [3]
სააბაზანო [1]
საძინებელი ოთახი [1]
ჩვენი სუფრა [3]
მდიდრული ვილები [12]
ცნობილი კომპანიების ოფისები [6]
კერძო სახლები [6]
თქვენი რეკლამა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 81
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0