ოთხშაბათი, 2024-04-24, 3:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი » 2013 » ივნისი » 21 » სასტუმრო ოთახის რემონტი
2:13 PM
სასტუმრო ოთახის რემონტი
   



     გადაწყვითეთ გაარემონტოთ თქვენი სასტუმრო ოთახი? ეს არ არის ნამდვილად ადვილი საქმე  არა მარტო ფინანსური კუთხით, არამედ იმ მხრივაც, რომ არ იცით რა ფერის  შპალერი თუ საღებავი აირჩიოთ,  როგორი პარკეტი თუ მეტლახი.  ავეჯის შერჩევისას მე ვილაპარაკე იმაზე, რომ ავეჯი და რემონტი უნდა იყოს შესაფერისი იმ მხრივ, რომ თუ რემონტი ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი, ავეჯი უნდა იყოს პირიქით მუქ ფერებში და საპირისპიროდ. თუ ავეჯი ჯერ ნაყიდი არ გაქვთ, ამ შემთხვევაში ჯობია კედლების პასტელურ, ნათელ ფერებში შეღებვა. გარდა იმისა, რომ თქვენი ოთახი იქნება უფრო ნათელი, ამ შემთხვევაში ის უფრო ფართოც გამოჩნდება და მეტი სივრცის შეგრძნებას დაგიტოვებთ. ჭრელა–ჭრულა ფერები ძალიან ღლის თვალებს და დისკომფორტს შეგიქმნით. 
 ნუ შეღებავთ ოთახს (ან გააკრავთ შპალერს) მთლიანად ერთ ფერში. ასე ის უფრო ოფისს ან კლინიკას გვაგონებს. დაარღვიეთ ერთფეროვნება, აირჩიეთ ერთერთი კედელი (იქნებ ეს იყოს დივნის უკანა კედელი, ან კედელი სადაც ტელევიზორის დაკიდებას გეგმავთ) და შეღებეთ ის იგივე, ოღონდ უფრო მუქ ფერში, ან რაიმე შესაფერის ფერში, ან გააკართ შპალერი ორნამენტებით. 



                                           

 
    კარგი იქნება თუ ერთერთ კედელზე ქვის ფილებს ააკრავთ, ასე უფრო ეფექტური გამოჩნდება  თქვენი ოთახი. ასეთი ფილები ძალიან ლამაზია, მაგრამ საკმაოდ ძვირი. თუმცა უფრო იაფი დაგიჯდებათ თუ ხელოვნურ (სხვადასხვა მასალისაგან ჩამოსხმულ)  ფილებს -"ქვებს" ააკრავთ, მაგრამ ეცადეთ ის უფრო ბუნებრივ ქვას წააგავდეს . ასეთი ფილები დაახლოებით 40-45 ლარი ღირს კვ მეტრი, არის უფრო იაფფასიანი მაგრამ არ გირჩევთ, ისინი ულამაზოდ გამოიყურება. შეიძლება გააკეთოთ აგურის კედლის იმიტაციაც, ესეც ძალიან ლამაზია, როგორც აგურის ბუნებრივი ფერის ასევე თეთრიც. საშუალოდ ესეც 50 ლარამდე დაგიჯდებათ კვადრატული მეტრი, პლუს ხელობის და ცემენტის ფასი რა თქმა უნდა. 






      



    რაც შეეხება ჭერს, თუ გადაწყვიტეთ სადად გამოიყურებოდეს ჭერი, დაე ასე იყოს, მაგრამ კარგი იქნება თუ სადა ფორმის ლარტყს ე.წ. ჭერის "პლინტუსებს" ააკრევთ კუთხეებში. ის უფრო გაალამაზებს საერთო ინტერიერს. მითუმეტეს დღესდღეობით არსებობს პენოპლასტის პლინტუსები,  რომლებიც სრულიადაც არ ღირს ძვირი. იმედია შეხსენება არ დაგჭირდებათ, რომ ათასგვარი გიფსის  ფიგურები და ორნამენტები დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა და დღეს ამას არავინ აკეთებს.  

 თუ გადაწყვიტეთ ე.წ. გიფსკორდონის აკვრა, ანუ ეგრეტწოდებული დაჯიდებული ჭერის გაკეტება,  ნუ გადაამლაშებთ მის გაფორმებაში. უამრავი მიხვეულ-მოხვეული, ზიგზაგები, სხვადასხვა ფორმები, თუ ის დიდი დოზითაა გაკეთებული,  ეს სრულიადაც არ ალამაზებს თქვენს ოთახს. 

    რაც შეეხება იატაკს- იატაკზე შეიძლება დავაგოთ,  როგორც კერამიკული ფილები, ასევე პარკეტი (როგორც ბუნებრივი ხის, ასევე ლამინატის). რაც შეეხება მარმარილოს,  გრანიტს, სხვადასხვა კერამიკულ ფილებს (როგორც ბუნებრივი ასევე ხელოვნური) ის ძალიან ლამაზი და ეფექტურია და მდიდრულადაც გამოიყურება, მაგრამ თუ თქვენ არ გააკეთებთ ისეთ გათბობის სისტემას, რომლის მილებიც იატაკში გადის, ზამთარში ის ძალიაც ცივი იქნება. ეს კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. 
  დღეს ძალიან დიდი არჩევანია სხვადასხვაგვარი პარკეტის, როგორც ბუნებრივის ასევე ლამინატის. არ შევჩერდები ხის ბუნებრივ პარკეტზე, ვინაიდან აქ ყველაფერი თითქოს გასაგებია. ერთადერთი ვიტყვი, უფრო ლამაზად გამოიყურება პარკეტის დაგების ე. წ. "პალუბნი" სტილი და პარკეტის რომბისებური მიმართულება. თუმცა ამ შემთხვევაში ნარჩენები, ანუ ხელოსნების ენით რომ ვთქვათ  "ოტხოდები" ბევრი რჩება და შესაბამისად უფრო მეტი პარკეტის ყიდვაც მოგიწევთ.  ხოლო რაც შეეხება ლამინატს, ეს გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, ამასთან უფრო სწრაფად და სისუფთავის დაცვით დააგებთ მას. მისი დაგების ფასი 4-5 ლარია-1 კვ მეტრი. ნუ შეარჩევთ ძალიან იაფფასიან უხარისხო ლამინატის პარკეტს (ასეთი პარკეტი დახლოებით 20 ლარამდე ღირს) წინააღმდეგ შემთხვევაში ის მალე გადაიქექება და ფერი გადაუვა.  ღია მოყვითალო-მოყავისფერო ფერის (ოხრა) ლამინატის პარკეტი დაგებისას  არ ჩანს ლამაზი. 

  ეცადეთ კარები ფერით და თავისი ფაქტურით ჰგავდეს პარკეტს. დღეს ამ სფეროშიც დიდი არჩევანია,  ხის კარები საშუალოდ  500 ლარამდე დაგიჯდებათ, ამაში შედის სახელურის და მინის ფასიც. მისი მონტაჟი 40-50 ლარია, თან თქვენ არ მოგიწევთ ხელოსანის ძებნა , როგორც წესი თვით მაღაზიაშიც გვთავაზობენ ხელოსანის მომსახურებას. შეგიძლიათ იყიდოთ ე.წ. ემ დე ეფის კარები, თუმცა ის რასაც გვთავაზობთ საქართველოს ბაზარი ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხარისხიანია და ლამაზად გამოიყურება. ასეთი კარების ფასები 150 ლარიდან იწყება. არის კარები, რომელსაც ხის შპონია აქვს გადაკრული, ის გაცილებით ბუნებრივად და ლამაზად გამოიყურება , თუმცა უფრო ძვირია. 

აი თითქოს ყველაფერი დავგეგმეთ, არაფერი დაგვავიწყდა? ელექტროგაყვანილობა. რადგან თქვენ უკვე "არიეთ" თქვენი სახლი. მოაწესრიგეთ ელექტროობაც. ჩასვით ტელევიზიის და ინტერნეტის კაბელი კედლებში, თუ ისინი ისევ იატაკზე გიყრიათ, ან "სკოპებით" გაქვთ დამაგრებული კედელზე.  გააკეთეთ საკაბელოს ჩამრთველი იქ სადაც ტელევიზორს დგამთ ან კიდებთ.  გააკეთეთ შტეფსელი კონდენციონერისათვის იმ ადგილზე და სიმაღლეზე სადაც მის დაკიდებას გეგმავთ.  ძალიან ალამაზებს ოთახს განათების ბრები კედლებზე , ორი ან სამი მაქსიმუმ.  თან ის ელექტროენერგიის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ. 


კატეგორია: სასტუმრო ოთახის ინტერიერი | ნანახია: 6500 | დაამატა: iftuka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სექციის კატეგორიები
სასტუმრო ოთახის ინტერიერი [5]
"ხრუშოვკები" [4]
ერთოთახიანი ბინა [9]
პატარებისთვის [10]
სტუმრად ოჯახში [17]
აივანი [3]
აგარაკი [4]
ლანდშაფტი [1]
რჩევები [3]
საინტერესო [9]
სამზარეულო [3]
სააბაზანო [1]
საძინებელი ოთახი [1]
ჩვენი სუფრა [3]
მდიდრული ვილები [12]
ცნობილი კომპანიების ოფისები [6]
კერძო სახლები [6]
თქვენი რეკლამა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 81
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0