პარასკევი, 2024-03-29, 7:37 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი » 2013 » ივნისი » 26 » ერთოთახიანი ბინის დიზაინი
10:29 AM
ერთოთახიანი ბინის დიზაინი

   

   ბევრი ჩვენთაგანი ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში, უძრავი ქონების ფასები სულ უფრო და უფრო მაღლა იწევს.  ასე რომ სამწუხაროდ ბინის გაფართოვების ოცნება ზოგჯერ ოცნებად რჩება. მაშ რაღა გვრება ჩვენ ამ შემთხვევაში? ერთადერთი ის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის მცირეგაბარიტიანი ფართი, რაც გვაქვს. აქ ყოველი სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. მთავარია ორიგინალური იდეა. რაშიც ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ. 
  ყველაზე პოპულარული საშუალება არის ტიხრის კედლების მოშლა და მისი გადაკეთება. ყველაზე ხშირად მიმართავენ სასტუმრო ოთახსა და სამზარეულოს შორის კედლის მოხსნას, რითაც ვღებულბთ სტუდიოს ტიპის ბინას. ან მისაღებსა და სატუმო ოთახს შორის მდებარე კედლისას, ესეც იძლევა შედეგს და ოტახი უფრო ვრცელი ჩანს.   სამზარეულოს გამოყოფა შეიძლება ბარის სადგამით, მაგიდით და ა. შ. 
   ბოლო დროს ბევრი მიმართავს ოთახის ფართობის გაზრდის მეთოდს, ლოჯიის ან ამოშენებული ბალკონის შემოერთების ხარჯზე. ამდაგვარდ თქვენი ოთახი გაფართოვდება რამდენიმე კვადრატული მეტრით. 
     საერთოში, ერთოთახიანი ბინის დიზაინი უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, ჰაეროვანი, ნათელი და ფუნქციონალური. 
    რემონტის გაკეთების დროს აირჩიეთ ნათელი ფერები, რომელიც ვიზუალურად გაზრდის სივრცეს,  ავეჯი , კარები არ უნდა იყოს მასიური.               ისინიც  უფრო ნათელ ფერების უნდა იყოს, სასურველია ავეჯი  სარკის და მინის ზედაპირით. კარადა სარკეებით, მაგიდა შუშის ზედაპირით და სე შემდეგ.   

       პატარა ბინაში არ უნდა იყოს არანაერი ზედმეტი ნივთი, აქ წვრილმან დეტალებამდე ყველაფერი მოფიქრებული უნდა იყოს წინასწარ. ამიტომაც ნუ იყიდით ზედმეტ ავეჯს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოთახში იქნება უწესრიგობის შეგრძნება. 

     ერთოთახიან ბინაში ყველაზი დიდ პრობლემას და დისკომფორტს ქმნის საწოლი ოთახის არ ქონა. სადაც თქვენ დაღლილობისას, ან შეუძლოდ ყოფნის დროს დაისვენებთ. ეს იქნებოდა აგრეთვე ადგილი სადაც შეძლებდით ტანსაცმლის გამოცლას. შექმენით თუნდაც საძინებელი ზონა. ყველაზე მარტივი ხერხი იქნება "საძინებელი ოთახის" გამოყობა  მსუბუქი ტიხარით, გასაწევი მინის კარით ან თუნდაც ლამაზად შერჩეული ფარდით, როგორც ეს სურათებზეა ნაჩვენები. 







    კარგი იქნება თუ იყიდით ისეთ დივანს ან საწოლს, რომელიც იკეცება კარადაში. თუმცა მართალია თქვენ ამით ფართს მოიგებთ, მაგარ ეს დიდი დისკომფორტიცაა, ყოველდღე დივანის აკეცვა და გაშლა ეს საშინლად მომაბეზრებელი პროცესია (საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ) .  



    დიდი კომპიუტერის მაგიდა და თვით  კომპიუტერი ერთოთახიან ბინაში დაიკავებს ძალიან დიდ ადგილს. ასე რომ უმჯობესია შეიძინოთ ნოუთბუქი, რომელსაც გამოყენების შემდეგ შემოდებთ თაროზე ან შეინახავთ სადმე. 

   ჩემი რჩევაა ნუ იყიდით კარადა-კედელს ("სტენკა"), მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან პრაქტიკულია პატარა ბინისათვის და მასში შეინახავთ მთელს თქვენს "ავლა-დიდებას", ის ძალიან აპატარავებს და გაჭედავს ჩვენებური ტიპიური ერთოთახიანი ბინის ოთახს. 

  და ბოლოს ნახეთ კატეგორია, რომელსაც მე "თბილისური ნოუჰაუ" დავარქვი , ეს ყველაზე კარგი გამოსავალია პატარა სივცის ოპტიმალურად გამოყენების. 

 





















კატეგორია: ერთოთახიანი ბინა | ნანახია: 14705 | დაამატა: iftuka | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სექციის კატეგორიები
სასტუმრო ოთახის ინტერიერი [5]
"ხრუშოვკები" [4]
ერთოთახიანი ბინა [9]
პატარებისთვის [10]
სტუმრად ოჯახში [17]
აივანი [3]
აგარაკი [4]
ლანდშაფტი [1]
რჩევები [3]
საინტერესო [9]
სამზარეულო [3]
სააბაზანო [1]
საძინებელი ოთახი [1]
ჩვენი სუფრა [3]
მდიდრული ვილები [12]
ცნობილი კომპანიების ოფისები [6]
კერძო სახლები [6]
თქვენი რეკლამა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 81
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0