პარასკევი, 2024-03-29, 0:05 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი » 2013 » ივნისი » 26 » ერთოთახიანი ბინის "თბილისური ნოუჰაუ"
10:28 AM
ერთოთახიანი ბინის "თბილისური ნოუჰაუ"


    დღეს მინდა ვისაუბროთ ერთოთახიანი ბინის გადასაკეთებელ ერთერთ პროექტზე, რომელსაც ხშირად მიმარტავს ერთოთახიანი ბინების მფლობელები თბილისში. სწორედ ასე მოვიქეცი მეც მეგობრის რჩევით და ძალიან კმაყოფილიც ვარ. რადგან ოთახს მიემატა ყველაზე მნიშვნელოვანი- საძინებელი ოთახი, თუნდაც ძალიან პატარა. ეს არის აივანის ხარჯზე ოთახის გადიდება სადაც აივანზე კეთდება პატარა სამზარეულო და გამოდის სტუდიოს ტიპის ოთახი, ხოლო ყოფილი სამზარეულო გადაკეთდება საძინებლად (მასაც ასევე ემატება აივნის ფართი).  მერწმუნედ ეს ძალიან გაადვილებს, თქვენს მცირეგაბარიტიან ბინაში ცხოვრებას. 

ადრე


გადაკეთების შემდეგ
  

    ყველაფერი ხდებოდა თანმიმდევრულად (ხელფასზე დამოკიდებულებით). პირველი რაც მე გავაკეთე ამოვაშენე აივანი (ამისათვის მერიიდან სპეციალური ნებართვაა საჭირო). ამოაშენეთ ისე, რომ ნუ მოშლით აივნის მოაჯირს. ამავდროულად ამოაშენეთ ტიხარიც აივანზე, რომელიც იქნება სამზარეულოს  და ახალი საძინებელის გამყოფი. შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი იყოს ამოშენებული ფართი. ფანჯრებიც ზუსტად იმ ზომის გააკათეთ რაც იყო. გარე კედელის ფერიც ზუსტად ისეთი შეარჩიეთ, რა ფერისაცაა თქვენი კორპუსი. ასე თქვენ არ გააუშნოვებთ საერთო ფასადს და ერთი შეხედვით "ამოშენება" შეუმჩეველიც რჩება.


   
    ჩასვით ფანჯრები და ამის შემდეგ გამოვიღებთ კარებს (ფანჯარას), რომლებიც გადიოდა  აივანზე. დარჩება  თაღი, რომელიც გადის ამოშენებულ აივანზე. 
        ამის შემდეგ იწყება ყველაზე რთული ეტაპი, ეს არის სანტექნიკა და ელექტროობა, რომელთა გაყვანა მოგიწევთ ამოშენებულ ფართში (სამზარეულოში). გასაჭრელი იქნება მზიდი კედელი  ყოფილ სამზარეულოსა და ბალკონს შორის. ამისათვის მოგიწევთ ხელოსნის დაქირავება, რომელიც ფლობს საბურღს ("ატბოინიკს"). ის  მე "ელიავას ბაზრობიდან მოვიყვანე და მაშინ 30 ლარი გადავიხადე, (ახლა  უფრო ძვირი იქნება). დაგეგმეთ ელეექტროობა -შტეფსელები, ჩამრთველები, განათებები, იმის მიხედვით თუ როგორაა თქვენთვის მოსახერხებელი, ახალ სამზარეულოში და საძინებელში. გაიყვანეთ სადენები და ამის შემდეგ იწყება სამღებრო სამუშაოები და იატაკის მოპირკეთება (მე სამზარეულოში მეტლახი დავაგე და საძინებელში პარკეტი).   

      აი დავამთავრეთ რემინტი და მივედით ავეჯამდე. სამზარეულო ზონაში ერთ მხარეს დადგით მაცივარი, ხოლო იმ მხარეს სადაც ტიხარი ამოაშენეთ, დაამონტაჟეთ კარადა რომელშიც ჩასმული იქნება ნიჯარა და გაზქურა. ფართის სიმცირის გამო თქვენ ორკამფორიანი გაზქურის დამონტაჟება მოგიწევთ და ვერც ნიჯარა იქნება დიდი. აუცილებლად დაამონტაჟეთ გამწოვი, პატარა ფართისთვის გაერთიანებული სამზარეულოთა და სასტუმრო ოთახით ეს აუცილებელია. 
 

    რაც შეეხება ბარის სადგომს (სტოიკას), რომელიც გამოყოფს თქვენს სასტუმრო ოთახს სამზარეულოსაგან, ზოგჯერ  აკეთებენ ყრუ ბეტონის კონსტრუქციას, მაგრამ მე გირჩევთ გაუკეთოთ მას კარები სამზარეულოს მხრიდან. ეს ძალია მოსახერხებელი და ბევრი სათავსო გემატებათ, შეგიძლიათ ის ხის მასალისგანაც გააკეთოთ. გააკეტებინეთ  იგივე ფერში რაც კარადები სამზარეულოში.   მიუდგით ბარს სასტუმრო ოთახის მხრიდან მაღალი ბარის სკამები. ეს პრაქტიკულიცაა და ესტეთიკურადაც ლამაზად გამოიყურება. 
თუმცა ზოგი ამჯობინებს პატარა ვიწრო მაგიდის დადგმას, როგორც ეს  სურათზეა ნაჩვენები. 
 

   ფანჯრებზე გააკეთეთ პარალელური ფარდა-ჯალუზები, ეს ყველაზე უფრო მოსახერხებელია ამ შემთხვევაში. აუცილებლად გააკეთეთ ფანჯრის ერთერთი ფრთა გადმოსაწევი, ვინაიდან ოთახი სადაც გაზი დგას და კერძებს ამზადებთ ხშირად უნდა ნიავდებოდეს, თქვენ სამზარეულოში ტრიალისას ფანჯარას უბრალოდ ვერ გააღებთ, ის ხელს შეგიშლით. ამიტომ ის შეიძლება იყოს მხოლოდ გადმოწეული. 

     
    ამდაგვარად თქვენ დაგემატათ ერთი დამატებითი საძინებელი ოთახი.   ახალი საძინებელი ოთახის ამოშენებულ აივანზე შეგიძლიათ გააკეთოთ ჩაშენებული კარადები ორივე მხარეს, ან ერთ მხარეს დადგათ სამუშაო, კომპიუტერის მაგიდა. 

   




კატეგორია: ერთოთახიანი ბინა | ნანახია: 5536 | დაამატა: iftuka | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სექციის კატეგორიები
სასტუმრო ოთახის ინტერიერი [5]
"ხრუშოვკები" [4]
ერთოთახიანი ბინა [9]
პატარებისთვის [10]
სტუმრად ოჯახში [17]
აივანი [3]
აგარაკი [4]
ლანდშაფტი [1]
რჩევები [3]
საინტერესო [9]
სამზარეულო [3]
სააბაზანო [1]
საძინებელი ოთახი [1]
ჩვენი სუფრა [3]
მდიდრული ვილები [12]
ცნობილი კომპანიების ოფისები [6]
კერძო სახლები [6]
თქვენი რეკლამა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 81
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0