პარასკევი, 2024-04-19, 11:43 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი » 2013 » ივნისი » 26 » სააბაზანო -3,3 მ2
10:22 AM
სააბაზანო -3,3 მ2



    საშუალოდ ტიპიური ერთოთახიანი ბინის სანკვანძი დაახლოებით 4 მეტრ კვადრატია, მაგრამ ხდება ისეც რომ ზოგიერთი პროექტის ბინაში ის კიდევ უფრო პატარაა ფართობით. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? ნუ ჩაიქნევთ ხელს და ნუ ჩათვლით რომ ამ ციქნა სააბაზანო ოთახს სილამაზე და კომფორტი არ სჭირდება და "არაფერი ეშველება". მოდით შევიხედოთ ერთერთ  ოჯახში სადაც ასეთია სააბაზანოა და რა ხერხს მიმართეს ბინის მეპატრონეებმა, რათა უფრო მოსახერხებელი და მიმზიდველი გაეხადათ იგი. 


    იმედია ეს ფოტოები მოგცემთ წარმოდგენას მთელ სურათზე. დავიწყოთ იმით, რომ უნიტაზი დასაკიდია, ის უფრო კომპაქტურია, იძლევა ადგილის ეკონომიის საშუალებას და თან ძალიან ესთეთიურია. 
   აბაზანის თავზე კიდია საშრობი, ისეთი რომელზედაც  შეგიძლიათ არამარტო გადააფინოთ მცირე ზომის გასაშრობი სარეცხი, არამედ დაალაგოთ ზედა თაროზეც  უკვე გამშრალი პირსახოცი და კიდევ სხვა რამ. 
  
    
      კედლის ორ მხარეს მთლიანად გასდევს  ბეტონის ჩაშენებული თარო (აბაზანის და უნიტაზის მხარეს) რაც ძალიან მოსახერხებელია ფართის სიმცირის შემთხვევაში.  მასზე დაწყობილია კალათები და სხვადასხვა ნივთები.  აბაზანის თავზე თაროში  ჩასმულია სანათები,  კიდევ უფრო მეტი შუქისათვის.   
 
 

    ეს ჯიბეებიანი ფარდა თვით დისახლისის ნახელავია, ძალიან მოსახერხებელია შეგიძლიათ მასში ჩაალაგოთ ათასგვარი კოსმეტიკური საშუალებები და თან დასაკიდ კარადასთან შედარებით დიდი ადგილის ეკონომიას იძლევა.  

 
     აი ეს კი ნამდვილად სახლის სახლის ბინადრების ექსკლუზივია, ჩვენ ჩვეულებრივ ცენტრალურ მილებს კაფელში ვმალავთ, ხოლო მათ კი არ დაკარგეს ზედმეტი სანტიმეტრები:  ლამაზი კარები, რამდენიმე თარო და კარადა სხვასდახვა ნივთებისათვის მზადაა. 


    დიასახლისმა ჩათვალა, რომ არ დაეფარა ყველა კედელი კაფელით და ის აკრულია მხოლოდ ხელსაბანი ნიჟარისა და აბაზანის უკან მდებარე კედლებზე. ისიც არა ბოლომდე. კაფელი არ არის ერთი ფერის, ზომის  და ფაქტურის. არჩეულია სამნაერი კაფელი. სხვა დანარჩენი კედელი შეღებილია ნესტგამძლე საღებავით. 


   იატაკზე დაგებულია ხის იმიტაციის მქონე მეტლახი. 


     აბაზანის ქვედა ნაწილი ტრადიციულად არ არის ამოშენებული, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. იგი შეღებილია თეთრ ფერში. ხოლო ფეხებზე დასაფარად და სილამაზისათვის შემოხვეული აქვს დეკორატიული თოკი. ამდაგვარად ვიზუალურად ოთახში სივრცე უფრო დიდი ჩანს. 


     ეს ძველი ჩამოსაკიდი თაროებიც დიასახლისმა თავად გადააკეთა, თავიდან ის შავი იყო მინებით. მან ის ცისფერ ფერში შეღება , ხოლო მინები ჩაანაცვლა გალაქული ფანერებით, ჩათვალა საერთო ინტერიერს ასე უფრო უხდება. 



ეს სათლიც დიასახლისის შემოქმედებაა, ისიც შავი ფერიდან გადაღებილია თეთრ -ცისფერში და გაფორმებულია დეკორატიული თოკით. 




კატეგორია: ერთოთახიანი ბინა | ნანახია: 3859 | დაამატა: iftuka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 zviadi  
0
კარგი დიზაინია, თან მალე დამჭირდება მგონი :D

ერთადერთი რასაც არ ვეთანხმები საშრობია აბაზანის თავზე, ძალიან მოსახერხებელი იქნება ვთქვათ პირსახოცის და გამოსაცვლელების დასაკიდებლად, მაგრამ ბანაობის დროს მაგ ნივთებს წყალი დაასველებს.. მაშინ მაგას წინ რაღაც ფარდასავით უნდა გაუკეთო ჩემი აზრით

კიდევ შეიძლება სარეცხის მანქანა ნიჟარის ქვეშ, მაგრამ რამდენად კომფორტული იქნება არ ვიცი.

http://arccampaign.com/Installation-of-the-washing-machine-under-a-sink-of

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სექციის კატეგორიები
სასტუმრო ოთახის ინტერიერი [5]
"ხრუშოვკები" [4]
ერთოთახიანი ბინა [9]
პატარებისთვის [10]
სტუმრად ოჯახში [17]
აივანი [3]
აგარაკი [4]
ლანდშაფტი [1]
რჩევები [3]
საინტერესო [9]
სამზარეულო [3]
სააბაზანო [1]
საძინებელი ოთახი [1]
ჩვენი სუფრა [3]
მდიდრული ვილები [12]
ცნობილი კომპანიების ოფისები [6]
კერძო სახლები [6]
თქვენი რეკლამა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 81
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0