ხუთშაბათი, 2024-04-25, 11:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი » 2013 » ივნისი » 20 » როგორ მოვაწყოთ სასტუმრო ოთახში
7:43 PM
როგორ მოვაწყოთ სასტუმრო ოთახში





  სასტუმრო ოთახი ეს თქვენი სავიზიტო ბარათია, აგრეთვე აქ ატარებთ თქვენ თქვენი სახლში ყოფნის უმეტეს დროს. როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენი სატუმრო ოთახი, რომელი ავეჯი დავდგათ, როგორ შევარჩიოთ მისი ფერი ფორმა და ზომები? ამ პოსტში მინდა ვისაუბროთ ამ თემებზე. რა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურია და ყველაფერი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე,  ფართობზე , ოთახის ფორმაზე, განლაგებაზე, თქვენს გემოვნებაზე და ასაკზეც კი. დავიწყებ იმით რომ თუ თქვენ უკვე გაკეთებული გაქვთ რემონტი, მაშინ უკვე ავეჯის ფერები უნდა შეუსაბამოთ შპალერის თუ საღებავის ფერს.  კიდევ ერთი რამ,  სასურველია თუ კედლები გაქვთ  ნათელი, პასტელური  ფერის, ავეჯი აირჩიეთ მუქი,  ყავისფერი, ვენგე,  შავი და ა. შ. და პირიქით მუქი კედლების შემთხვევაში რაც შეიძლება ბაცი ფერის ავეჯი. თუ თქვენ რემონტს გააკეთებთ ღია ფერებში და იგივე ნათელ ფერებში გექნებათ ავეჯი ამ ერთფეროვნებაში დაიკარგება სილამაზე რაზედათ თქვენ ზრუნავდით. ხოლო   მუქი ფერების შემთხვევაში, ოთახი ძალიან "დამძიმდება" და ჩამუქდება. ნუ აირჩევთ ძალიან მკვეთრი, ჭყეტელა ფერის ავეჯს: ნარინჯისფერს, ცისფერს, წითელს და ა.შ. (ასევე შპალერს და საღებავს) ის აუბრალოებს ინტერიერს. ასეთ ფერებთან "თამაში" სარისკოა ინტერიერისთვის და თუ მაიცდამაინც გადავწყვეტთ, მაშინ ასეთი გათვლა მხოლოდ სპეციალიტს უნდა მივანდოთ და აუცილებელია ფერების და ყველა დეტალის სწორად დასმა.  




  
    თუ ტყავის ავეჯის ყიდვა გადაწყვიტეთ, დაიმახსოვრეთ ის უნდა იყოს ყავისფერი , შავი ან თეთრი. ნუ შეარჩევთ წითელი, იასამნისფერი, ყვითელი, ცისფერი და ა. შ. ფერის ტყავს. რისი უზარმაზარი არჩევანიცაა თბილისში, ისინი არ გამოიყურება ლამაზად. 

                             აი ასეთი მაქვს მხედველობაში
    ვიმეორებ თუ თქვენ მაინც გსურთ მკვეთრი ფერის ავეჯი , საჭიროა ყველაფრის დაბალანსება და დიაზაინერის რჩევა. ყველაფერი უნდა იყოს აი ამ ფორმით: 

  
    უმჯობესია ოთახში იყოს ერთი რაიმე დეტალი ასეთი "მყვირალა" ფერის, მაგალითად წითელი ლარნაკი ჟურნალის მაგიდაზე, ან მოდიდო სურათი სადაც დომინირებს  ასეთი ფერები, ან თუნდაც რამდენიმე ბალიში დივანსა და სავრძლებზე, ან ტორშერი. თუმცა რა თქმა უნდა ეს ფერი არ უნდა დომინირებდეს ოთახში.  ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გამოცოცხლდეს   და შეივსოს თქვენი სასტუმრო ოთახი. ერთადერთი ფერი რომლის ერთფეროვნება შეგვიძლია დაუშვათ სახლში ეს თეთრია, ოდნავ შავი ელემენტებით. ამ ფერების თანხვედრა საკმაოდ საინტერესო შედეგს იძლევა. თუმცა ეს საკმაოდ "გამბედავი" გადაწყვეტილებაა და თან ყოველდღიურობაში არაპრაქტიკული, ის ადვილად იკიდებს ჭუჭყს.  ამაზე ცალკე კატეგორია მაქვს , იხილეთ  "შავ–თეთრი ინტერიერი". 



    რაც შეეხება ავეჯს... უკაცრავად, რამდენი წლის ბრძანდებით? ეს კითხვა შემთხვევით არ დავსვი, ვინაიდან ახალგაზრდები უმეტესად ამჯობინებენ მოდერნის სტილის თანამედროვე ავეჯს, ხოლო ასაკოვანი თაობა კლასიკური სტილის ავეჯს, ორნამენტებით, ჩუქურთმებით და ა.შ. თუმცა ესეც გემოვნებაზეა დამოკიდებული და შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაც ხდებოდეს. 
შედარებისთვის:




   დაიმახსოვრეთ მასიურო ავეჯი ჩუქურთმებით, სხვადასხვა ფორმებით არის ძალიან დიდი სივრცის ფართო ბინებისა თუ ინდივიდუალურად ნაშენი სახლებისათვის. სტანდარტულ ბინებში მისი დადგმა არ შეიძლება. 
   ნუ გადატვირთავთ ოთახს, 20-25 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ოთახში საკმარისია  იდგეს სამეული თავისი ჟურნალის მაგიდით და აპარატურიდან მხოლოდ ტელევიზორი და  DVD. შეიძლება რაიმე ერთი არამასიური საშუალო ზომის დეტალი, ვიწრო ფორმის სერვანდი, კომოდი-ტუმბო ან დაუშვათ მოდიდო ზომის აკვარიუმი. ამ ფართობზე უფრო დიდი ზომის ოთახში შეგიძლიათ დადგათ სასადილო მაგიდაც თავისი სკამებით. 
     აირჩიეთ მოდიდო ზომის, ფართო ჟურნალის მაგიდა, ვინაიდან ის უფრო პრაქტიკულია სტუმრების მოსვლისას, თქვენ აქვე შეგიძლიათ მსუბუქად "ტკბილი" მაგიდით გაუმასპინძლეთ მათ. 

    გაამხიარულეთ და შეავსეთ ოთახი აგრეთვე აქსესუარებით, სურათებით, სვადასხვა ლარნაკებით, ტორშერით. ოთახს სულ სხვა იერს აძლევს  მკვეთრი ფერის ბალიშებიც



     დაკიდეთ დიდი დეკორატიული საათი კედელზე. რაც უფრო დიდი იქნება მიკთ უკეთესი. ის ძალიან უხდება ოთახს (ხო მართლა, ასეთი საათები შემხვდა ბათუმში, სტალინის ქუჩაზე, ტელევიზიის პირდაპირ მდებარე სუვენირების მაღაზიაში, ისეთია პერიოდია, რომ ბევრი მოხვდებით იქ :))




     
     მცენარეები და ყვავილები ძალიან უხდება ოთახს, მაგრამ ნუ გადატვირთავთ მას და დაამსგავსებთ ორანჟერეას. არ არის საჭირო ასეთი რამის დადგმა ან კედელზე დაკიდება: 


     ოთახს უხდება თაროები და ზედ დალაგებული სხვადასხვა ლამაზი ნივთები. ასეთი დეტალები ავსებს ოთახს, უფრო ალამაზებს და კომფორტულს ხდის მას. თუმცა ამ საკითხშიც საჭიროა ზომიერება და მათი გემოვნებით შერჩევა. 


      არაფერი ისე არ უხდება ოთახს, როგორც დიდი დიდი სურათი, როგორც ფერწერული ნახატი ასევე ფოტოსურათი. თუმცა შეგიძლიათ ოთახში ბევრი პატარა სურათებიც "მიმოფინოთ".



    იყავით უფრო თამამი ავეჯის და აქსესუარების არჩევისას, შეგიძლიათ დადგათ სამეული სადაც, მაგალითად დივანი სხვა ფერის იქნება და სავარძელი კი განსხვავებული ფერის (თუნდაც ერთი წითელი, ეს იქნება სწორედ ის "პროვოკაციული" დეტალი, რაზედაც ზევით ვილაპარაკე) . 










































კატეგორია: სასტუმრო ოთახის ინტერიერი | ნანახია: 6114 | დაამატა: iftuka | ტეგები: შერჩევა, სასტუმრო ოთახი, ავეჯი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 feltowest  
0
If the OCT scan and FAF are normal in the absence of field testing, the patient has either no retinopathy or possible retinopathy, with the outcome being an annual review in both cases 26 <a href=https://viagr.sbs>buy viagra 100mg</a>

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სექციის კატეგორიები
სასტუმრო ოთახის ინტერიერი [5]
"ხრუშოვკები" [4]
ერთოთახიანი ბინა [9]
პატარებისთვის [10]
სტუმრად ოჯახში [17]
აივანი [3]
აგარაკი [4]
ლანდშაფტი [1]
რჩევები [3]
საინტერესო [9]
სამზარეულო [3]
სააბაზანო [1]
საძინებელი ოთახი [1]
ჩვენი სუფრა [3]
მდიდრული ვილები [12]
ცნობილი კომპანიების ოფისები [6]
კერძო სახლები [6]
თქვენი რეკლამა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 81
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0