შაბათი, 2017-11-25, 8:23 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი » 2013 » ივლისი » 11 » არასასიამოვნო სუნი სახლში
5:21 PM
არასასიამოვნო სუნი სახლში



     არაფერი არ შეიძლება იყოს იმაზე ცუდი, ვიდრე არასასიამოვნო სუნი თქვენს სახლში. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს: ცხოველები სახლში, სიგარეტის კვამლი, ნესტი და კერძების მომზადება. ეს არასაიამოვნო სუნი საბოლოოდ აღწევს და ჯდება კედლებში, ხალიჩაში, ავეჯში და ა. შ. 
   მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ რა გზით შეიძლება მოიშოროთ სახლიდან არასასიამოვნო სუნი. 

გააღეთ ფანჯრები! საუკეთესო საჩუქარი რაც შეიძლება გაუკეთოთ თქვენს სახლს ეს სუფთა ჰაერია. ყოველთვის, როცა ამის საშუალება გაქვთ გააღეთ ფანჯრები და მიეცით სუფთა ჰაერს შემოვიდეს სახლში. ცივ დღეებშიც კი რამდენიმე წუთით გააღეთ ფანჯრები. სუფთა ჰაერი სწრაფად გაანეიტრალებს ოთახში დაგუბებულ არასაიამოვნო სუნს, როგორიცაა სიგარეტისა და საზარეულოდან გამოსული სუნი. 

- მტვერსასრუტი. რეგულარული წმენდა მტვერსასრუტით იატაკის, ხალიჩის და ავეჯის დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენს სახლში კარგი სუნი. ხალიჩაზე გამოიყენეთ დეზედორი და საკვები სოდა. უბრალოდ მოაყარეთ ის ხალიჩაზე და სხვა ქსოვილის ზედაპირიან იატაკზე, დატოვეთ ის დიდი ხნით რათა მან შეისრუტოს მტვერი და ცხიმი და მერე მოუსვით  მტვერსასრუტი. 

რეცხვა. გაწმინდეთ კარგად საპნიანი წყლით და სხვადასხვა საშუალებებით  ავეჯის ზედაპირი, იატაკი, ნიჟარა, მარმარილოს ზედაპირი, კედლები.  თქვენ შეგიძლიათ თავად შექმნათ იაფი,  ეკოლოგიურად სუფთა და ნებისმიერი სახის ზედაპირისათვის ეფექტური საწმენდი საშუალება წყლისა და ძმრის თანაბარი ნარევის სახით. ძმარი შეიძლება ლიმონითაც ჩაანაცვლოთ, ამასთან მას ააქვს ანტიბაქტერიული თვისებაც. გამოიყენეთ საწმენდი საშუალებები ისეთი ადგილების გასაწმენდათ სადაც ყველაზე მეტად გროვდება არასასიამოვნო სუნი, ისეთები როგორიცაა  სამზარეულო და  სააბაზანო. მათეთრებელი საშუალებები კარგად სპობს და ხსნის სხვადასხვა სოკოს და ობს. 

ნათურები. გაწმინდეთ სანათების და ჭაღების  ნათურები. მტვერი და ცხიმი შეიძლება დაგროვდეს ნათურებზე და სითბო აძლიერებს მათ სუნს. იყავით ფრთხილად გაწმენდისას არ შეეხოთ სველი ნაჭერით ნათურის მეტალის ნაწილს. 

- ფილტრები. გაწმინდეთ და შეცვალეთ ფილტრები თქვენს გაგრილებისა და გათბობის სისტემაში. ეს არა მარტო გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს თქვენს სახლში, არამედ აგრეთვე სისტემას გახდის უფრო ეფექტურს. ამასთან გაწმინდეთ ან შეცვალეთ მტვერსასრუტის ფილტრიც. 

რემონტი. მაშინ როცა თითქოს ყველაფერი გააკეთეთ და მაინც არაფერი ეშველა არასასიამოვნო სუნს თქვენს სახლში, ამ შემთხვევაში ჩაუტარეთ თქვენს სახლს  ახალი რემონტი, გადაღებეთ ბინა. ახალი საღებავი გადაფარავს ძველს და თავიდან აგაშორებთ არასასიამოვნო სუნს რომელიც გამოწვეულია მისგან.  


კიდევ რჩევები თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ: მივყვეთ ოთახ-ოთახ
 
საცხოვრებელი ზონა
     სასტუმრო ოთახში, საძინებელში აქ  ყველაფერი საკმაოდ მარტივი და გასაგებია, თუ როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე,  ამიტომაც აქ სუნიც ნაკლებადაა. რეგულარული მტვერსასრუტის ხმარება  და მტვერის გადაწმენდა შეიძლება იყოს საკმარისი. თუ თქვენ ეწევით, ან ოჯახში გყავთ მწეველი, ან გყავდათ მწეველი სტუმარი, გააღეთ ფანჯრები, გაანიავეთ ოთახი კარგად, ან გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები. 
   ახალი ყვავილები ხელს უწყობს სუნის მოშორებას. საძინებელის თეთრეული, გადასაკრავი  და ფარდები უნდა გაირეცხოს რეგულარულად და საფუძვლიანად. თუ სუნი გამომდინარეობს ხალიჩიდან ის უნდა შეცვალოთ. დრო და დრო ჩამორეცხეთ კედლები ღრუბელით და საპნიანი წყლით. 

სამზარეულო
   სამზარეულო არის სწორედ ის ადგილი სადაც უსიამოვნო სუნი გროვდება ხოლმე და იბუდებს. კერძების მუდმივი მზადება ჰაერში ტოვებს ნაწილაკებს, რომლებიც გროვდება კედლებზე, იატაკზე, სანათებზე, ავეჯზე. თუ თქვენ გაქვთ გამწოვი ვენტილიატორი გამოიყენეთ ის რეგულარულად, როგორც სადილის მომზადების დროს, ასევე ცოტა ხნით შემდგომაც. ყოველდღიურად გამოუსვით მტვერსასრუტი, განსაკუთრებით თუ თქვენ გყავთ ბავშვები და ცხოველები სახლში. ნამცეცები, ცხოველის ბეწვი და ქერტლი ვრცელდება მთელს სახლში. 
   გაწმინდეთ ელექტროქურა და ყველაფერი მის სიახლოვეს, რათა მოაშოროთ კერძის შხეფები. დღის ბოლოს გაწმინდეთ ნიჟარაც. ნატურალური ან მათეთრებელი სარეცხი საშუალებები კლავს ყველა მავნე ბაქტერიებს. გაწმინდეთ აგრეთვე კარებიც და თაროებიც. 


სააბაზანო
   დიდი რაოდენობით სინესტის გამო რომელიც გროვდება ამ პატარა ოთახში, ის არის ხელსაყრელი ადგილია სოკოსა და ობის გაჩენისთვის. გაანიავეთ კარგად სააბაზანო შხაპის და აბაზანის მიღების შემდეგ. ვენტილაცია  არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც თავიდან აგაცილებთ არასასიამოვნო სუნს. თუ არა გაქვთ ვენტილატორი გააღეთ ფანჯრები ხშირად. რეგულარურად გაწმინდეთ ნიჟარა, აბაზანა და უნიტაზი. გამოიყენეთ მათეთრებელი რათა თავიდან აიცილოთ ობის წარმოქმნა.  ტილოთი მოწმინდეთ იატაკი კარგად . თუ თქვენ გაქვთ ისეთი ტუალეტი, რომელსაც ნაკლებად ხმარობთ, დრო და დრო მოუშვით იქ წყალი, ჩარეცხეთ ტუალეტი, გააღეთ იქ ფანჯრები. ერიდეთ ელექტროდენში ჩასართველ ჰაერის გამწმენდებს, ვინაიდან მათ აქვთ ტენდენცია მძაფრი სუნის დაყენების და  ეს უარესია ვიდრე თვით არასასიამვნო სუნი. 
  ზოგიერთი სანაგვე ურნას ინახავს აბაზანაში. სანაგვე ურნას აქვს ძლიერ არასასიამოვნო სუნი. თუნდაც გარეცხოთ ის , მას მაინც ექნება მძაფრი არასასიამოვნო სუნი, რომელიც აბინძურებს ჰაერს და  ვრცელდება მთელს სახლში.  
 თუ თქვენ გყავთ შინაური ცხოველები და განსაკუთრებით კატა აუცილებელია    ვენტილაციის სიტემა.  ოთახის ჰაერის გამწმენდი სპრეი მცირე დროით არის ეფექტური. 
 
ჩულანი, საკუჭნაო
   
     ჭუჭყიანები წინდები, ოფლიანი ტანსაცმელი და სუნიანი სპორტული ინვენტარი ტოვებს არასასიამოვნო სუნს.  სარეცხ მანქანას აგრეთვე აქვს თავისებური სუნი.  ჩაასხით ჭიქა ძმარი, ან მათეთრებელი სარეცხ მანქანაში და ამუშავეთ ერთი მთელი ციკლი. ვინაიდან იგი გერმეტულად იკეტება, შიგ წარმოიქმნება ობი,  ამიტომაც სარეცხი მანქანის კარები მუშაობის შემდეგ დატოვეთ ღია. ნუ დატოვებთ გასარეცხ თეთრეულს დიდი ხნით. ნუ ჩადებთ ბანაობის შემდეგ სველ პირსახოცს კალათაში, გააშრეთ ჰაერზე ის კარგად. 
     ჭუჭყიანი სპორტული ფეხსაცმელი, ჩექმები შეიძლება გახდეს საფუძველი აგრეთვე ცუდი სუნი, ბავშვებს დაატოვებინეთ ფეხსააცმელები ოთახს გარეთ შემოსასვლელში. ძალინ ჭუჭყიანი ფეხსაცმელი კი გაიტანეთ გარაჟში. 
   სუფთა სახლი ეს პირველ რიგში ის სახლია სადაც სასიამოვნო სუნი დგას. თუ მიუხედავად ყველაფრისა თქვენ ვერ შეძელით ეს, მიმართეთ სპეციალისტებს, რომლებიც  დაგეხმარებიან ამაში და სათანადოდ დაგისუთთავებენ სახლს.   


კატეგორია: რჩევები | ნანახია: 2148 | დაამატა: iftuka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სექციის კატეგორიები
სასტუმრო ოთახის ინტერიერი [5]
"ხრუშოვკები" [4]
ერთოთახიანი ბინა [9]
პატარებისთვის [10]
სტუმრად ოჯახში [17]
აივანი [3]
აგარაკი [4]
ლანდშაფტი [1]
რჩევები [3]
საინტერესო [9]
სამზარეულო [3]
სააბაზანო [1]
საძინებელი ოთახი [1]
ჩვენი სუფრა [3]
მდიდრული ვილები [12]
ცნობილი კომპანიების ოფისები [6]
კერძო სახლები [6]
თქვენი რეკლამა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 75
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0