ნუ კონტეინერში ცხოვრება ეს ახალი არ არის, თუმცა ასე უსახლკარო ბომჟები იქცევიან ხოლმე, მაგრამ ნურას უკაცრავად კონტეინერისაგან შეიძლება მშვენიერი საცხოვრებელიც გავაკეთოთ, როგორიც ეს ამ მაგალითზეა ნაჩვენები. |
ეს თანამედროვე კერძო სახლი შექმნა მექსიკურმა არქიტექტურულმა ბიურო Munoz Arquitectos- მა მექსიკის ქალაქ მერიდში 2010 წელს. სახლი შენდებოდა ასაკოვანი წყვილისათვის და მთავარი კრიტერიუმი იყო დაბალი საექსპლუატაციო მომსახურება.
|
დიზაინერებმა ოროდ ტაიდარანმა (Orod Tajdaran), ჰესამ ესფაჰანიმ (Hesam Esfahani) და კაივან კაიბახტმა (Kaivan Kainbakht) არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია - Expose Architectureდან 20010 წელს შეიმუშავეს რესტორნის ძალიან ლამაზი და ორიგინალური ინტერიერი. რესტორანი მდებარეობს ირანის დედაქალაქ თეირანში და ქვია Ator. ის განთავსებული 50 კვ. მ და შიგნიდან მთლიანად ხის ნატურალური მასალისაგან არის მოპირკეტებული. |
მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს ძალიან პატარა ბინებში, თუმცა შეზღუდულ სივრცეშიც შეიძლება ისიამოვნოთ თავისუფლებით და კომფორტით. ამ პროექტის სირთულეს წარმოადგენდა ის რომ 40 კვ მეტრამდე ფართობში უნდა გაკეთებულიყო ინტერიერი მაქსიმალურად ვრცელი და ცხოვრებისათვის მოსახერხებელი. სამზარეულოსათვის გამოყვეს ზუსტად ის ნაწილი, რაც აუცილებელია საკვების მოსამზადებლად და კარადების განთავსებისათვის. სასტუმრო და სასადილო ზონა ფორმირებულია საერთო სივრცეში. ბინის ინტერიერი გაფორმებულია ნეიტრალურ ფერთა გამაში აქსესუარების წარმოდგენილი მკვეთრი ელემენტებით. |
როგორ მოვიქცეთ თუკი არ გვყოფნის ფული ბინის შესაძენად? შევიძინოთ გარაჟი, ისევე როგორც მოიქცა ფრანგი ფოტოგრაფი ჯერემი ბუჰგოლცი. მან იყიდა მიტოვებული 41 კვ მეტრი გარაჟი თავის მშობლიურ ქალაქ ბორდოში, გადააქცია ის მშვენიერ და კომფორტულ ბინად და ახლა ქალაქის ცენტრში მას აქვს ბინა. სხვათაშორის მსგავსი შემთხვევები ჩვენთანაც თბილისში ვიცი. |
ესეც ჩემი ფავორიტი ბინა, რომლის ინტერიერსაც აუცილებლად გადავიღებ ჩემს ბინაში აუცილებლად. ეს ერთოთახიანი ბინა-სტუდია მდებარეობს კიევში. მის დიზაინზე მუშაობდა კომპანია Lugerin Architects. ბინა გაფორმებულია ნეიტრალურ ტონებში და გამოყენებულია აგურის კედლები და კერამიკული ფილები, რაც სივრცეს აძლევს თავისებურ ხასიათს. &nbs
...
კითხვის გაგრძელება »
|
ეს ორდონიანი ბინა 65 კვ მატრით მდებარეობს კრაკოვში. პირველ დონეზე მდებარეობს სასტუმრო ოთახი გაშლილ სივრცეში. მეორე დონეს ააქვს უფრო პირადი ხასიათი და განკუთვნილია ძირიტადად ბინის მფლობელებისათვის. ბინა ეკუთვნის ახალგაზრდა სტუდენტურ წყვილს, რომლებიც 20 წლისანი არიან. ახალგაზრდებს ძალიან უყვარტ ცხოველები და ამიტომაც ინტერიერის საერთო ელემენტი მოტივი გახდა ცხოველები. ბინას ააქვს მკვეთრად გამოხატული მინიმალისტური ინტერიერი ძლიერი ფერთა აქცენტებით. |
ბევრჯერ მსმენია, რომ შვეიცარია ძალიან ჰგავს საქრთველოს. მართლაც ეს სოფელი ძალიან მაგონებს ჩვენებურ მთის სოფელს. განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთს. |
ეს სახლი დგას ჰოქს-ბეის სამხრეთ სანაპიროზე, მოშორებით მდებარე პატარა სოფელში. ამ მარტივი კონსტრუქციის ხის სახლის პროექტი ეკუთვნის კომპანია Parsonson Architects.
|
|
სექციის კატეგორიები | |||||||||||||||||
|
თქვენი რეკლამა |
ძებნა |
კალენდარი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჩანაწერების არქივი |
ჩვენი გამოკითხვა |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |